ზუგდიდის მერია - მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად, 500 ოჯახს, საახალწლო ნობათი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციულად, 500 ოჯახს, საახალწლო ნობათი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სადღესასწაულო კალათები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ.

„კალათები 15 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 45890 ლარია.

საახალწლო ნობათის დარიგების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მერიის სადღესასწაულო ნობათთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ტკბილეულის კალათა გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით