პაატა მანჯგალაძე - პრემიერის 15-ფურცლიან მოხსენებაში რუსეთი მტრად და საფრთხედ არ არის განხილული, რაზე ვსაუბრობთ? - დეოკუპაციას კი „ქართული ოცნება“ მოსკოვთან ენის მოჩლექით და "კუდის ქიცინით" ხედავს

„ქართული ოცნება“ ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივას აკარგვინებს საქართველოს. კარი კი გაგვიღო ევროპამ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩაწვა ამ კარში , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან პრემიერის 2022 წლის ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეთანხმება პრემიერის განცხადებას, იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მონაკოდ გადაქცევა შესაძლებელია, ამასთან, დასძენს, რომ საქართველო შეიძლება რეგიონის შვეიცარიაც გახდეს.

„პრემიერ-მინისტრის 15-ფურცლიანი მოხსენებაა, სადაც რუსეთი, როგორც მტერი და საფრთხე არ არის განხილული. რაზე ვსაუბრობთ?! აფხაზეთს რაც შეეხება, აფხაზეთთან დაკავშირებით ნამდვილად დეოკუპაციაა ჩვენი მისია. როგორ ხედავს ამას „ქართული ოცნება?“ „ქართული ოცნება“ ამას ხედავს რუსეთთან ენის მოჩლექით, კუდის ქიცინით, არ ხსენებით, როგორც პრობლემის.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ძლიერი იქნება ევროკავშირის და ნატოს წევრი. როდესაც რუსეთი დამარცხდება საქართველოს გავლენა რეგიონში გაიზრდება. არამარტო აფხაზეთის ნაწილზე დავეთანხმები, რომ მონაკოდ გადაიქცევა, საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონის შვეიცარია. ამ პერსპექტივით ვხედავთ ჩვენ ყველაფერს. თუ ვინმე ეღობება ამ ისტორიული შანსის რეალიზებას, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არის „ქართული ოცნება“, ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივას აკარგვინებს საქართველოს. კარი კი გაგვიღო ევროპამ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ჩაწვა ამ კარში სკამის გამო და ბევრი სხვა მიზეზის გამო. მშვიდობის გარანტი ევროკავშირში გაწევრიანებაა“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.

ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს სკამი გამათბობელ მილთან დაუდგეს.

ამასთან, აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტს თავის შეურაცხყოფაზე აქვს რეაქცია, რატომ არ აქვს იგივე რეაქცია მაშინ, როდესაც საქართველოს აყენებენ შეურაცხყოფას?!

„ის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, მეტყველებს იმაზე, რომ ღარიბაშვილი გველაპარაკება, რომელზეც ივანიშვილმა თქვა: „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“.

სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუშინ რა მოხდა?! მე ამას ვხედავ, როგორც პრობლემას ოლიგარქიზაციის, არაფორმალური მმართველობის. არ სჭირდებათ მათ ძლიერი სტრუქტურები. დავინახეთ, რომ ბოლოს სალომე ზურაბიშვილს გამათბობელ მილთან დაუდგეს სკამი. პრეზიდენტი, რომ გამათბობელ სკამთან {იჯდება}. სალომე ზურაბიშვილი არც მომწონს, არც ხმა მიმიცია, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური ხომ ჰქვია სიმბოლურად მაინც. დამცირება, შეურაცხყოფაა ამ ადამიანის. სალომე ზურაბიშვილთანაც გვაქვს პრეტენზიები. როდესაც თავის შეურაცხყოფაზე აქვს რეაქცია, რატომ არ აქვს იგივე რეაქცია, როდესაც საქართველოს აყენებენ შეურაცხყოფას?! ყველა ანტიდასავლური განცხადება, ამერიკის ელჩზე, კონგრესმენზე, საქართველოს ეროვნული ინტერესის შეურაცხყოფაა. ამაზე უნდა ჰქონდეს რეაქცია სალომე ზურაბიშვილს. ეს ოპოზიციის სათქმელი და გასაკეთებელი არ არის“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს