ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა.

ქუთაისის მერიის ცნობით, ქუთაისში უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული 93 ოჯახი ცხოვრობს.

ქალაქის მერმა რამდენიმე მათგანი მერიაში მიიღო და საახალწოდ სურსათის ვაუჩერები, ბავშვებს კი სათამაშოები გადასცა.

მათი ცნობით, სურსათის ვაუჩერებს ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების ყველა ოჯახი მიიღებს.

ოჯახები ასევე მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, სადაც ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდებიან.

„ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს გვერდით. გვინდა, ვიდრე ჩვენს ქალაქში იცხოვრებთ, თავი იგრძნოთ შინ. შევეცადეთ, გაგილამაზოთ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები.

გილოცავთ ახალ წელს, მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!", - მიმართა უკრაინელ სტუმრებს იოსებ ხახალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა