ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს

ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს

ფოთში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის, საახალწლო საჩუქრების გადაცემა მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს.

„ქალაქის ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მე-16 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმს დაესწრო და აღსაზრდელებს ახალი წლის დღესასწაული პირადად მიულოცა.

სადღესასწაულო საჩუქრების დარიგების პროცესი 27 დეკემბერს დაიწყო და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.