ლენტეხში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

ლენტეხში თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.

ლენტეხის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვებს და ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა მიულოცეს.

„საზეიმოდ ანთებულ ნაძვის ხესთან შესრულდა სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის მიერ ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. პატარებმა წარმოთქვეს ლექსები. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო