ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ საზეიმოდ აანთო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

„დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ჩემო ზუგდიდელებო! სადადიანოდან ევროპული კულტურის, ტრადიციებისა და სიყვარულის ქალაქიდან ვულოცავ ჩვენს სამშობლოს.2023 წელი ყოფილიყოს გამთლიანების, მშვიდობის, ბედნიერების და დიდი წარმატების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ შობა-ახალი წლის მახარობლებს ჩვენს პატარებს. ბედნიერი მომავალი მათ. ვულოცავ ჩვენს ძირძველ კუთხეს, აფხაზეთს, ენგურს გაღმა საქართველოს. მონატრებით ვუწვდით მათ სიყვარულის ხელს და გვჯერა რომ ჩვენ გავმთლიანდებით და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს. მრავალს შობა - ახალ წელს ჩემო საქართველო!“- განაცხადა წოწერიამ.

საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ,,რიბი-რაბო",

მუსიკალური სტუდია ,,რეტრო",

სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი,

ეპარქიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი,,ხარება",

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ბენდი ,,ბოლო ოთახი".

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა