პაატა მანჯგალაძე - ცესკოს ვადაგასულ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს აქვს შესაძლებლობა იმისა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე მოვალეობის შემსრულებელი იყოს

ცესკოს ვადაგასულ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს აქვს შესაძლებლობა იმისა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე მოვალეობის შემსრულებელი იყოს - ამიტომ „ქართული ოცნება“ ამ პოსტზე წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატს ჩააგდებს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატებს.

“ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის საკითხი “ქართულმა ოცნებამ“ ჯერ გააჭიანურა, შემდეგ საერთოდ “ჩააგდო“, მანამდე კი კანონში ცვლილება შეიტანეს, რომლის მიხედვით, ცესკოს ვადაგასული თავმჯდომარე, შესაძლოა უვადოდ მოვალეობის შემსრულებელი იყოს - ასეთია “ქართული ოცნების“ ნოუ ჰაუ! ადამიანი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული აქვს, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე შეიძლება მოვალეობის შემსრულებელი იყოს. ამიტომ დავსვათ კითხვა, რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" ისეთი კანონის მიღება, რომლის საფუძველზეც გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის უვადო მოვალეობის შემსრულებელი იქნება? – “ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი კანდიდატი ჩააგდოს, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილს არ აირჩევენ!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი – კონკურსი გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.

პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების ხელახლა წარდგენა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები ვერ აირჩია და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ყველა კანდიდატურა “ჩააგდო“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო