მიხეილ სარჯველაძე - პოზიცია, რომელიც „კრედიტ სუისს“ აქვს არჩეული, უდავოდ აბსურდულია - ეს არის ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური ზემოქმედების განხორციელების მცდელობა

პოზიცია, რომელიც „კრედიტ სუისს“ აქვს არჩეული, უდავოდ აბსურდულია - ეს არის მცდელობა პოლიტიკური ზემოქმედება განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ფინანსურ პრობლემებს უქმნიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, „კრედიტ სუისის“ მხრიდან ივანიშვილისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია.

„არ მომისმენია დასაბუთება, რა მიზნით გამოიყენება ზემოქმედების ეს იარაღი და რისი იძულების საშუალებაა გარდა იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პრობლემების ფონზე რაღაც ისეთი გადაწყვეტილების იძულება იყოს, რაც შეიძლება ნაკარნახები იყოს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ გლობალური ინტერესებით. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. წესით, ამ დაწესებულებას მაღალი რეპუტაცია და სანდოობის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ის თავს უფლებას აძლევდეს, ასეთი აბსურდული არგუმენტაციით და არათანმიმდევრული ლოგიკით, აცხადებდეს, ახირებულ გადაწყვეტილებას თანხის მითვისებასთან დაკავშირებით. საკითხი სანქციებამდეც რომ იყოს მიყვანილი, ამ დავაში ამ ინსტიტუტის პოზიცია მაინც გამართლებული არ არის. მაგალითად, თქვენ ბანკში თანხა გაქვთ და თანამშრომელმა რომ მიითვისოს, ეს ბანკს უფლებას აძლევს, თანხა არ დაგიბრუნოთ?! - საქმე ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს! საქმე სულ რომ სანქციებთან გვქონდეს, რასაც ცდილობს ოპოზიცია, სანქცირების შემთხვევაში, ბანკს აქვს უფლება თანხა არ მისცეს ადამიანს? - ეს არის საკუთრების უფლების შეზღუდვა. თუ ვინმეს იძულებას ამგვარი მეთოდებით ცდილობენ, პოზიციებს გადახედონ, ეს წარუმატებლობისთვის განწირულია, რადგან საუბარი არ არის ისეთ ადამიანზე, ვისაც შეუძლია, რაღაც თანხის გამო ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს - ეს ყველასთვის მხედველობაში მისაღებია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება