ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია - რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული.

"შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების 60% სოფელ აღთაკლიაში უკვე დასრულებულია.

მიმდინარე სამუშაოების პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სოფელ აღთაკლიაში, შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 5კმ-ის გზა მოეწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2023 წლის აპრილში დასრულდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო