კახა კალაძე - იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მეგობრებისგან ვისმენთ, მერწმუნეთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებთან და არც დემოკრატიასთან

იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ [საერთაშორისო] მეგობრებისგან ვისმენთ, მერწმუნეთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებთან და არც დემოკრატიასთან - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სტრუქტურებიდან ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ მოუწოდებენ, მიუღებელია.

„ევროპა და ევროპული ღირებულებები - ამაზე უკეთესი არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ, როდესაც ჩვენ ე.წ. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, აბსოლუტურად კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებისკენ, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს. გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია? ეს ლექსიკა, მიდგომები, დამოკიდებულებები ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები? ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა? განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა? ასე რომ, მეგობრებო, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპა, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები? - ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მეგობრებისგან, მერწმუნეთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო