გარდაბნის ცენტრალური მოედანი და ქუჩები სადღესასწაულო ილუმინაციებით მოირთო

გარდაბნის ცენტრალური მოედანი და ქუჩები სადღესასწაულო ილუმინაციებით მოირთო. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საკრებულოს მიმდებარე მოედანზე 23 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება და გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება 2 იანვარს გაიმართება.





























