11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონამდე ლარით გაიზარდა

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს სხდომას ქუთაისის ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 101 484,7 ათასი ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 11 607,9 ათასი ლარით აღემატება.

“ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 24 500,6 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 470,0 ათასი ლარით მეტია.

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076,6 ათასი ლარი, გაიზარდა 345,5 ათასი ლარით; განათლების სფეროს განვითარება - 17 483.7 ათასი ლარი, გაიზარდა 3 026, 7 ათასი ლარით; სპორტის სფეროს განვითარება - 10 228,1 ათასი ლარი, გაიზარდა 1 806.1 ათასი ლარით; კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 10 415.3 ათასი ლარი, გაიზარდა 1 071.7 ათასი ლარით; ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 241.0 ათასი ლარი, გაიზარდა 616,0 ათასი ლარით; სოციალური პროგრამების დაფინანსება - 5 694.2 ათასი ლარი, გაიზარდა 790.7 ათასი ლარით; მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 470,0 ათასი ლარი (ზრდა 361,0 ათასი ლარი), ასევე 261-დან 318-მდე გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება. აღნიშნული ბიუჯეტი მზარდია და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, ისევე როგორც ეს იყო 2022 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში. 2023 წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისა და ქუთაისელებისთვის”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს