მარნეულის მერია - 2022 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 000 გრძივი მეტრის გზა დაიგო

მარნეულის მერია - 2022 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 000 გრძივი მეტრის გზა დაიგო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2022 წელს სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 23 სოფელში მოწესრიგდა, ჯამში დაიგო 28 000 გრძივი მეტრის გზა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მარნეულის მუნიციპალიტეტში მომდევნო წელსაც აქტიურად გაგრძელდება.