შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

შალვა პაპუაშვილმა ოთარ გამყრელიძეს 90 წლის და მისი სამეცნიერო საქმიანობის 60 წლის იუბილე მიულოცა.

„ეს დღე გამორჩეულია. გვაქვს შესაძლებლობა აღვნიშნოთ ბატონი ოთარ გამყრელიძის ღვაწლი იურისპრუდენციაში, მისი როლი, როგორც მეცნიერებაში, ისე პედაგოგიური მოღვაწეობის მხრივ და თაობების აღზრდაში. დღევანდელი დღე ამავე დროს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პარლამენტისთვის, ვინაიდან პირველად ხდება, რომ პარლამენტის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრს ღირსების ორდენით. ამავე დროს მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, რომ მოგვეცა საშუალება მისი სახელით პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარემ გადავცე მას ეს მაღალი ჯილდო. ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების პირველი წევრი, ვინც პარლამენტის წარდგინებით იღებს ამ მაღალ ჯილდოს, არის იურისტი, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში ეს სიმბოლურობა დაცული უნდა ყოფილიყო“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ქართულ სამართალმცოდნეობაში ოთარ გამყრელიძის ღვაწლზე და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე დავიწყებ მადლობით პარლამენტის თავმჯდომარისადმი. რომ არა ბატონი შალვას განსაკუთრებული მონდომება და წვლილი, დღევანდელი დღე შესაძლოა ასე და ამ ფორმით არ შემდგარიყო. ჩემთვის ორმაგად საამაყოა, ერთ რომ, ჯილდოვდება გამორჩეული იურისტი, რომელიც მთელი თავისი საქმიანობის და ცხოვრების მანძილზე საქმიანობდა სისხლის სამართალში. მისი ნაშრომები წინ უსწრებდა ქართული სამართლის განვითარებას და მისი ნაშრომები იყო საფუძველი, რომელმაც შემდგომ შექმნა საფუძველი საკანონმდებლო სივრცის განვითარების. ბატონი ოთარის ღვაწლი და მოღვაწეობა არის განსაკუთრებული. ჩვენ ვამაყობთ თქვენი შემოქმედებით და თქვენი მოღვაწეობით“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ბატონი ოთარი ღირსების ორდენით დაეჯილდოვებინა. ბატონი ოთარი ის პიროვნებაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს და უფრო მეტსაც. ჩვენ, მისი მოწაფეები და მოწაფეების მოწაფეები დიდად ვაფასებთ მის როლს ჩვენს აღზრდა - განვითარებაში. ბატონი ოთარი თინათინ წერეთლის სკოლის ღირსეული წარმომადგენელია“.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა მინდია უგრეხელიძემაც.

„ის გარემოება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბატონ ოთარს მიაგებს სათანადო პატივს და მას ღირსეულ ჯილდოს მიაკუთვნებს, ეს არის ერთ-ერთი გამოვლინა სამართლიანობის აღდგენისა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ხელისუფლებამ ვერ მოიცალა და ამ ღირსეული და ძალიან დიდი დამსახურებისა და არაჩვეულებრივი პიროვნებისათვის მიეგო სათანადო პატივი. ოთარ გამყრელიძე არ არის ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა წარმატებული მეცნიერისა. იგი ის პიროვნებაა, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება თავდადებით მიუძღვნა სწორედ იმ დარგის განვითარებას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიასა და სამართალს დანატრებულ ქვეყანაში“,-განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

დაჯილდოების ცერემონიალს პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი