სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს -  აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში? - იყვნენ ან მიშას შტაბში, ან „ქართუ ბანკში“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ აქციაზე გავიდა, სადაც მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქციას მართავენ და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ არ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

„მე ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ კითხვები. აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები? სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით სად იყვნენ. ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“. თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ. ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე შევიწყალე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მას? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ. როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა შეწყალებას“, „სამუდამო!“.

სალომე ზურაბიშვილს აქვს დრო გამოვიდეს და გვითხრას, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი მოროშკინამ.

პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მსგავსი შინაარსის გამოსვლა ქუჩაში ხშირი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო