მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევას, პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა მარნეულელი მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევას, პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გამოფენას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, თვითნასწავლი მხატვრის ხაიალა მუსტაფაევას პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა თბილისში, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში რამდენიმე თვის წინ მოეწყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო