პაატა ზაქარეიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ „ხელის გოგო“ არ არის - სააკაშვილთან დაკავშირებით კატეგორიული აღარ არის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებასაც

სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ „ხელის გოგო“, რასაც ისინი უკარნახებენ, იმის გამკეთებელი არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კატეგორიული აღარ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მას არ უთქვამს: „არა და არასდროს“.

„კმაყოფილი ვარ, რომ მან რეაგირება ახლა გააკეთა, ფორმალურობა დაიცვა და პრეზიდენტის ტრიბუნა გამოიყენა. მკაფიოდ თქვა, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ „ხელის გოგო“, რასაც ისინი უკარნახებენ, ამის გამკეთებელი არ არის. მას გააჩნია თავისი ხედვები, ბევრი რამ არ მოსწონს, როგორც სასამართლოში, ისე ქვეყნის ორიენტაციაში, ევროპიდან გადახვევის მცდელობა რომ არის, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეტყობინება, რომ მას პრინციპები გააჩნია, ხშირად თუ არა, ზოგჯერ ეს პრინციპები არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოლიტიკას. მან ეს დააფიქსირა, რომ ეს ასეა.

მგონი, უკვე კატეგორიული აღარ არის, „არა და არასდროს“, არ ამბობს დიდი ხანია. ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ ხდება შემაშფოთებელია. მგონი, იტოვებს რაღაც შანსს, სივრცეს, რათა კრიტიკულ სიტუაციაში იმ დროისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებას. მისი ლაპარაკიდან {ჩანს}, რომ შეწყალება არ არის პრიორიტეტი, ის არ ეძებს შეწყალების საბაბს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ურჩევნია ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ მას არ მოუწიოს შეწყალება“, - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს „ემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მას უკითხავენ მორალს და ასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია”.

პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია, „ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე ძალას აწყობს“. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა