გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის სახელმწიფო სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის სახელმწიფო სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა 2022 წლის ძირითად მიღწევებსა და წარმატებებზე.

„მიულოცა სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი და მათთვის მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება. სახელმწიფო სტიპენდიანტებს გადაეცათ შესაბამისი სიგელები, მადლობის წერილები და სამახსოვრო საჩუქრები.

სტუდენტებს დამდეგი დღესასწაულები და სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის ხსოვნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო