ირაკლი ხმალაძე - მეცინება, რატომ უწოდეს "რუსული სოფელი" - ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც ევროპაშია

ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას "რუსული სოფელი" - ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის „კარებთან რუსული სოფელია“.

"ვინ ვის უკითხავს მორალს არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი სასახლის კარებთან „რუსული სოფელია“.

„რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება