მიხეილ სარჯველაძე - თუ სალომე ზურაბიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა, ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს

სალომე ზურაბიშვილს ბევრი წლის განმავლობაში უმუშავია იმ ადამიანებთან ერთად, ვისზეც ახლა კრიტიკული დამოკიდებულება აქვს - თუ მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს რა პოზიციაზე იდგა, შეეძლო ეს გაცილებით ადრე ეთქვა, ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს! - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის განცხადებითაც, ადამიანები, ვინც მას მიხეილ სააკაშვილს შეწყალების საკითხზე “მორალს უკითხავენ“, 2007 წლის მერე იყვნენ მიშას შტაბში, "ქართუ ბანკში" ან სხვა თანამდებობებზე.

პრეზიდენტის პასუხად სარჯველაძემ ისიც აღნიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იგივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.

ამავე კონტექსტში სარჯველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი გადაწყვეტილება და ის საკუთარი სიტყვების მიმართ პრინციპულად უნდა იყოს გამსჭვალული.

“არ არის აუცილებელი იმის ახსნა და განმარტება, აქციაზე ია მეტრეველი თუ სხვები ვიღაცის დაძახებით მივიდნენ თუ არა და უნდა გამოხატონ თუ არა პრეტენზია და მოთხოვნა, რაც მათ გააჩნიათ. არ მგონია, რომ სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები თუ სხვები ასეთ შეფასებას იმსახურებენ. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს ის ხალხია ვისთან ერთადაც იბრძოდა და სამწუხაროდ, იგივე ადამიანებს უპატივცემულოდ შეხვდა - შეურაცხმყოფელია მათზე იმის თქმა, თითქოს ვიღაცის დაძახილით დადიან! ეს ის ხალხი არ არის, ვინც ასეთ შეფასებასა და განცხადებას იმსახურებს.

ადამიანები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ, რისი უფლებაც მათ აქვთ, ისევე როგორც განსხვავებული შეხედულებების მქონე ნებისმიერ სხვა ადამიანს. პრობლემურად მეჩვენება, როცა პრეზიდენტი ერთი მხარისგან ნათქვამს შეიძლება ზეწოლად აღიქვამდეს, ხოლო მეორე მხარისგან ნათქვამს - ასე არ მიიჩნევდეს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა