გია ვოლსკი - რეზიდენციასთან ის ხალხი მივიდა, ვისაც პრეზიდენტის ორაზროვანი განცხადებების გამო, ეჭვები დაებადა - მათ პრეზიდენტის მკაფიო პასუხი და ვრცელი განმარტება სჭირდებათ, არა გაკაპასებული მოქალაქის

დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ის ხალხი მივიდა, ვისაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადა - მათ პრეზიდენტის მკაფიო პასუხი და ვრცელი განმარტება სჭირდებათ და არა გაკაპასებული მოქალაქის, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილოს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებული შეტევა ხორციელდება.

“მან ზუსტად იცის, საიდან მოდის ამის ორგანიზება და საიდან მოდის ეს აქტივობები. საჭიროა მკაფიო პასუხი - არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის იმის საფუძველი, რომ სააკაშვილი შეიწყალოს! სამართლებრივ ნაწილზე სასამართლო აგებს პასუხს. რაღაც დეტალებზე კამათი და არგუმენტების მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეს ის ხალხი გამოვიდა, რომელთაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო გარკვეული ეჭვები დაებადა. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და ყველანაირი ნორმა დაარღვია - იქნება მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების... პრეზიდენტის განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს - ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება ყველაფერი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დააბრალო.

ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ეს არის საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო