დავით უსუფაშვილი - “ქართული ოცნების“ შეგნებული მცდელობაა, ურჩობის გზაზე დამდგარი პრეზიდენტი მოათვინიეროს - პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუასა და სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველით

პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუასა და სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველით! ის, რაც მთავრობაში ხდება, უკვე ვიცით! იქ ხალხს სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა არ აინტერესებს - თუ გაინტერესებს, მაშინ სხვაგვარად უნდა მოიქცე! - ასე მიმართავს სალომე ზურაბიშვილს “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტობა უნდა, ამისთვის აქვს შანსი, ბერკეტები და “პრეზიდენტივით უნდა მოიქცეს“.

აქვე უსუფაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის სხვანაირად მოქცევაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტზე ხვალვე ხელმოწერას არ გულისხმობს.

“კვალი კი არა, ეს არის (პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქცია) “ქართული ოცნების“ შეგნებული მცდელობა, ურჩობის გზაზე დამდგარი პრეზიდენტი მოათვინიეროს. თუმცა, თუ პრეზიდენტი კვალზე საუბრობს, მან ის კვალიც უნდა გაიხსენოს, რაც მისი არჩევის დროს შეინიშნებოდა და ძალიან მკაფიო იყო, როცა “ქართულმა ოცნებამ“ შემოვლითი გზით - ვითომ დამოუკიდებელი პრეზიდენტი სცენაზე შემოიყვანა. პერსონალურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებაზე მან მაშინ თქვა უარი, მაშინ შეეგუა ამას, როცა ბილბორდებიდან მისი პორტრეტები ჩამოხსნეს და თავად “ქართული ოცნების“ ლიდერები გაეკრნენ. მაშინ ვერ დაინახა საით მიდიოდა საქმე?! - ამან შეასუსტა და იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რაშიც ახლა იმყოფება! ახლა აქეთ შემოგვჩივის: - მიშველეთ, ხან იმას არ ეუბნებიან პრეზიდენტი როცა ჩამოდის, პროტოკოლის დარღვევით ხან მეპატიჟებიან, ხან არ მეპატიჟებიან, ხან მიტინგებზე მიტინგებს მიწყობენ და ასე შემდეგ. ჩვენ ეს პრეზიდენტზე უკეთ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტო, შენ რას აკეთებ, ეს ასე რომ არ მოხდეს?!“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო