დავით უსუფაშვილი - “ქართული ოცნების“ ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ვერ უმკლავდება, ხოლო სააკაშვილი პატიმრობას - ამ თემის გამო ქვეყანა ზარალდება, სასჯელის მიზანი კი მიღწეული ვერ არის

პრობლემა იმაშია, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ვერ უმკლავდება, ხოლო სააკაშვილი ვერ უმკლავდება პატიმრობას - ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ამ თემის გამო ქვეყანა ზარალდება, სასჯელის მიზანი კი მიღწეული ვერ არის, - ამის შესახებ “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უსუფაშვილის შეფასებით, სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა სწორი სამართლებრივი, პოლიტიკური და ადამიანური გამოსავალი იქნება.

“საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, მართალია თუ მტყუანი მიხეილ სააკაშვილი, რატომ ზის ციხეში და ასე შემდეგ, ხელისუფლება ყოველ დღე აძლევს საბაბს, რომ წინა პლანზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება, ხოლო მართლმსაჯულება - მეორე პლანზე.

სააკაშვილმა პოლიტიკურად ძალიან მძიმე, პრაქტიკულად გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოვიდა ასე... ყველასთვის ცხადი იყო, რომ საპატიმრო დაწესებულებაში ვერ გაძლებდა - მე ისიც მიკვირს, აქამდე როგორ გაძლო... ახლა ყველა ამ ვითარების მძევალი ვართ! ამიტომ, როცა თითის აქეთ-იქეთ გაშვერას ვხედავთ, თუ ვისი ბრალია - ყველას, ვისაც სახელმწიფო ბერკეტი უჭირავს ხელში! მათ შორის არის პრეზიდენტი, რომლის მიერ შეწყალება ერთ-ერთი ინსტრუმენტია, როცა სახელმწიფო ზარალდება, ზიანდება ხელისუფლების მიერ სააკაშვილის არასწორად პატიმრობით და ამ თემასთან ვერგამკლავებით - თემა ქვეყნის შიგნით და გარეთ ქცეულია პოლიტიკური სპეკულაციების საგნად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო