ხატია დეკანოიძე - ზურაბიშვილს „ოცნების“ წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ - ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ, თუ მიშა ვერ გადარჩა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაიცავს, თუ დასჭირდება „ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან“ დაცვა.

ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგის შინაარსს.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ესმის, ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ გადარჩება.

„ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს - დავიცავ.

ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ თუ მიშა ვერ გადარჩა. იმედია”,- წერს Facebook-ზე ხატია დეკანოიძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი