გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნება არ არის, ვინც საკუთარი შემოსავლის ან თანხის სანაცვლოდ, ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება - „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“  არის ამ ადამიანის აზრი

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეალურად დაწესებული სანქციები, რის გასამართლებლად ევროპარლამენტის დადგენილებას იშველიებენ, მასზე გავლენას ვერ მოახდენს - „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ არის ამ ადამიანის აზრი! - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკის აზრით, “აუცილებლად სჭირდებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასახელდეს, როგორც მთავარი ბრალდებული იმის გამო, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო“.

მისივე თქმით, “ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიება იმისთვის ხდება, რომ ივანიშვილზე გავლენა მოახდინონ“.

“ფაქტები სახეზეა - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უტიფარია. ის იმ ადამიანს უტევს, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ პოლიტიკასთან, რაც მისგან მოითხოვება. რომც ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნება არ არის, ვინც საკუთარი შემოსავლის ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება. ეს ასე არასოდეს მომხდარა! პირიქით, ამ ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე დაუთესავს. ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა მოიმკან ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის დაუთესია - ეს არის ამ კონკრეტული ადამიანის არსი და შინაარსი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის სარგებლის მიღებას.

„ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი - უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო