გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის

მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის. ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ალასანია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „დღეს უკვე დაცემულია“.

„სააკაშვილი დაცემული არ არის. ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა უკვე. ასე არ არის.

სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები (მომხრეებში გესმით, ალბათ, ვის ვგულისხმობ). სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომელ მხარეს არის, ალასანია პასუხობს, რომ როცა შედეგს დაინახავს, ამის მერე „შეძლებს რამის თქმას“.

„დასავლეთიდან არის ქალბატონი და იქ არის გაზრდილი. დავიღალე მოლოდინებით, შედეგს ველოდები. შედეგს, როცა დავინახავ, მერე შემიძლია, რამის თქმა“, - აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან კარიერით და სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა უკითხავენ მორალს, ასწავლიან როგორ უნდა „ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო