„ტერაბანკი“ საახალწლო ქარავანის სპონსორია

„ტერაბანკის“ გენერალური სპონსორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ორბელიანის მოედანზე საახალწლო ქარავანი მიმდინარეობს.

ქარავანზე ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. ამას გარდა, საახალწლო პროექტის სტუმრებისთვის სამეწარმეო მარკეტი, კვებისა და საბავშვო ზონებიცაა მოწყობილი.

საახალწლო მარკეტზე წარმოდგენილი დახლების ნაწილს ბანკი ბიზნესკლიენტების ხელშეწყობისთვის იყენებს და მარკეტის მონაწილეებს ამ დახლებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და გაყიდვას სთავაზობს. ქარავანზე განთავსებულია ტერაბანკის საჩუქრების შესაფუთი ჯიხურიც, სადაც სტუმრებს მარკეტზე შეძენილი საჩუქრების შეფუთვა უფასოდ შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკის ინიციატივითა და „ილუსტრატორების კლუბთან“ თანამშრომლობით, ხუთმა ქართველმა არტისტმა სპეციალურად მარკეტისთვის სადღესასწაულო ილუსტრაციები შექმნა. ჯიხურის სტუმრებს სწორედ მათი ნამუშევრებით გაფორმებული შესაფუთი ქაღალდები და მისალოცი ბარათები ხვდებათ.

„პროექტის გენერალური სპონსორობით, ტერაბანკი საკუთარი სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო მეწარმეებისმხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. ამას გარდა, გვინდა, ჩვენი ინიციატივით ხელი შევუწყოთ ქართველი არტისტების პოპულარიზაციასაც და, საბოლოოდ, საახალწლო ქარავანის სტუმრებს სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო ავუმაღლოთ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ქარავანზე განსაკუთრებული საჩუქარი ელით პატარებსაც: 2 იანვარს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვებისთვის ტერაბანკი და მისი პერსონალიზებული საბანკო მომსახურება სელექტი ჯადოსნურ ღონისძიებას გამართავენ. ფოკუსების პროგრამა, ილუზიონის, აზოტისა და მშრალი ყინულის შოუები პატარებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

„ტერაბანკის“ გენერალური სპონსორობით, საახალწლო ქარავანი სტუმრებს 13 იანვრამდე 12:00 საათიდან 23:00 საათამდე უმასპინძლებს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას