თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი მიზანია, ბათუმი, აჭარა გავხადოთ ოთხივე სეზონზე წარმატებული  ტურისტული მიმართულება, რაც აუცილებლად იქნება ხორცშესხმული

ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რეგიონს, ყველა პარამეტრით, 2022 წელს უპრეცედენტო, რეკორდული ტურისტული სეზონი ჰქონდა.

„ჩვენი მიზანია - ბათუმი, აჭარა გავხადოთ ოთხივე სეზონზე წარმატებული ტურისტული მიმართულება, რაც აუცილებლად იქნება ხორცშესხმული“, - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდა.

„აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტი მადლობის სიგელებს გადასცემს კერძო და საჯარო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს.

ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელო პირები, ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო