ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში მოქმედ სათნოების სახლს ესტუმრა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 162 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს.

„სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს მსურს, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად მივაწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბენეფიციარების კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად წელს სათნოების სახლს დაემატა 6 ოთახი, კეთილმოეწყო ეზო და რეაბილიტირდა სახლის ფასადი”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო