ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რაც პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდება ამ კამპანიის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მან სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.
„ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. გუშინ იქ უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა "მოკალი, მოკალი". ეს რა უბედურებაა. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი," - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და სასამართლო პროცესზე ამის გამო ვერ ერთვება.
"ვერ ერთვება. მძიმეა მდგომარეობა და მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას და ამ ადამიანის დახმარებას," - განაცხადა ალასანიამ.