„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრში“ მოქმედ კარდიოლოგიურ განყოფილებას ირაკლი მეგრელაძის სახელი მიენიჭა

„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრში“ მოქმედ კარდიოლოგიურ განყოფილებას ცნობილი ექიმისა და პროფესორის ირაკლი მეგრელაძის სახელი მიენიჭა.

ირაკლი მეგრელაძე ქართული კარდიოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კარდიოლოგიის სფეროში არსებული მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა. ის არის პირველთაგანი, ვინც ქვეყანაში ექოკარდიოგრაფია დანერგა. ექიმი სხვადასხვა სამედიცინო ტიტულისა და ჯილდოს მფლობელია, ესენია: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, კარდიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი. ამავდროულად, ირაკლი მეგრელაძე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

„ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში“ ირაკლი მეგრელაძის სახელობის კარდიოლოგიური განყოფილების გახსნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი ექიმის კოლეგები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ფაღავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიგი ხაბეიშვილი, პროფესორი თამაზ შაბურიშვილი და საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი სერგო ორჯონიკიძე.

შეხვედრის ფარგლებში კლინიკის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ირაკლი მეგრელაძის წვლილი კარდიოლოგიის მიმართულებით და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის.

,,ჩვენ ვფლობთ თქვენი სახით უდიდეს ინტელექტუალურ შესაძლებლობას, რაც თითოეული პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლის ტოლფასია. მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის,“ - აღნიშნა თავის მიმართვაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ბესო ზენაიშვილმა.

თავის მხრივ, ირაკლი მეგრელაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ნდობისა და დაფასებისთვის და წარმატებები უსურვა კოლეგებსა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდს.

აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიური განყოფილება მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას და პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური ექიმები გაუწევენ.

საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მძლავრმა სამედიცინო ცენტრმა „ჯეო ჰოსპიტალსმა“ თბილისში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო ოპერირება. ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ სახელის ქვეშ ემსახურება პაციენტებს, 250 საწოლზეა გათვლილი და მოიცავს სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის პედიატრიას, ინსულტის მართვას, კარდიოლოგიას (ინტერვენციით), აბდომინურ და თორაკალურ ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ოტორინოლარინგოლოგიას, ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, გინეკოლოგიას და სხვა. კლინიკის ძირითად მიმართულებებს ხელმძღვანელობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვა. „ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში“ უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო