საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს.

პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია.

პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო