პაატა მანჯგალაძე - თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა ისტორიაში პოზიტიური ადგილი დაიმკვიდროს, გადადგას ნაბიჯი ეროვნული თანხმობისკენ, არ მოუსმინოს „ქოცებს“, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია

ადამიანს გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი - შუა საუკუნეების დროს რომ ოპონენტებს დარიშხანით ანადგურებდნენ, ასეთი საქართველო უნდათ მაგათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიაში პოზიტიურად შესვლა სურს, მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.

სალომე ზურაბიშვილს ჰყავს ღირსეული წინაპრები, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე. თუ უნდა, რომ ადგილი დაიმკვიდროს საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, ახლა უნდა გადადგას ნაბიჯი ეროვნული თანხმობისკენ, არ მოუსმინოს ამ „ქოცებს“, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ან მისცეს მკურნალობის შესაძლებლობა, რომ არ მოვკლათ დარიშხანით მოწამლული ადამიანი და გამოუშვას ნიკა გვარამია, რომელიც აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული. ეს იქნება პირველი ნაბიჯი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ მას ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო