ნუგზარ წიკლაური - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად ესმის, თუ მიხეილ სააკაშვილი ველური ანგარიშსწორების მსხვერპლი იქნება, საქართველოსთვის ევროპული კარი დაიხურება

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილსაც ძალიან კარგად ესმის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ველური ანგარიშსწორების მსხვერპლი იქნება, საქართველოსთვის ევროპული კარი ყოველთვის დახურული იქნება - ვფიქრობ, შესაძლოა გვქონდეს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური იქნება და განაჩენს მოსამართლის ნაცვლად, ხელისუფლება გამოიტანს.

სალომე ზურაბიშვილს აქვს ნამდვილად ისტორიული შანსი, რომ ამაღლდეს რაღაც პიროვნულ წყენებზე, პიროვნულ შურისძიებებზე მესამე პრეზიდენტის მიმართ და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად. ყველას კარგად ესმის და მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილსაც ძალიან კარგად ესმის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ველური ანგარიშსწორების მსხვერპლი იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოსთვის ევროპული კარი ყოველთვის დახურული იქნება. ამიტომ ამ დილემის წინაშე არის ახლა ის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელით და არა რაღაც პოლიტიკური შურისძიების სახელით“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო