ბაჩო დოლიძე - სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო - დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ის კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო. მე პირადად დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ის კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სწრაფად, გაჭიანურების გარეშე გამოიტანოს ვერდიქტი.

"ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ცივილური სამყაროს პოზიციას - ევროპარლამენტარები პირდაპირ მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე სწრაფად შეუძლია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, გამომდინარე იმ დისკრეციიდან, რომელიც მას უფლებამოსილებით აქვს მინიჭებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან დაორგანიზებულ პოლიტიკურ ბულინგს, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან, რომ მან არ გაბედოს ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ამ ფონზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის უცნობია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში