ირაკლი ქადაგიშვილი - თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრი იყო - ის, რომ ვიღაცა ოდესღაც სადღაც მუშაობდა, პრეზიდენტის მხრიდან ამის არგუმენტად მოყვანა, გამართლებულად არ მიმაჩნია

თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო - ის, რომ ვიღაცა ოდესღაც სადღაც მუშაობდა ან ოდესღაც რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის მომხრე იყო, პრეზიდენტის მხრიდან ამის არგუმენტად მოყვანა, გამართლებულად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი წინააღმდეგ რეალურ ბულინგს მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მას უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და “მომაკვდინებელი ცოდვებიც კი მიაკერეს“.

“პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. თავის დროზე, პრეზიდენტიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო - ზოგი ოპოზიციაში ცოტა უფრო ადრე გადავიდა, ზოგი - უფრო გვიან, ზოგი ამ პარტიის მომხრე არასდროს არ იყო და თავიდანვე იცოდა, თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. თუკი ვინმე "ქართუში" მუშაობდა, ამის წამოყვედრება მეორე გაურკვევლობაა.

როგორც არ უნდა მოგწონდეს ის ადამიანები, ვინც ფაქტობრივად ყველაზე მეტად იყვნენ შენი მომხრე და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი უკან არ მოტრიალებულიყო და ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო, მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება კორექტული არ არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ქადაგიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია კონტექსტი.

“სააკაშვილი და მისი გარემოცვა შეწყალებას იმ გაგებით არ ითხოვს, რა გაგებითაც საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რა არის შეწყალება. საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მძიმე კამპანიას აწარმოებენ, რაც კი ოდესმე ვინმეს უწარმოებია. ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფო წამლავს და აწამებს ადამიანს. დღევანდელ სამყაროში ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ და რამენაირად სააკაშვილი გამოიხსნან, ასეთ დაუსაბუთებელ ტყუილზე აგებულ ბრალდებას არ ერიდებიან. პრეზიდენტმა ეს კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს და გაითვალისწინოს ისიც, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა საქმეებზე გამოძიება და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო