არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება“ უკან არაფერზეა დამხევი, ისინი მზად არიან უარესი რამ მოაწყონ პრეზიდენტის სასახლესთან - ამასაც მივაღწიეთ ქვეყანაში, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მმართველი ძალა აბულინგებს

„ქართული ოცნება“ უკან არაფერზე არაა დამხევი, ისინი მზად არიან უარესი რამ მოაწყონ პრეზიდენტის სასახლესთან - მზად არიან კვლავაც დააბულინგონ ზურაბიშვილი, ამასაც მივაღწიეთ ქვეყანაში, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მმართველი ძალა აბულინგებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრეზიდენტის სასახლესთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

ამასთან, ახვლედიანი აცხადებს, რომ არ უნდა შეგვაშინოს არავის ნათქვამმა „არა და არასდროს“.

სალომე ზურაბიშვილი ენის მოჩლექით არასდროს საუბრობს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. ბატონი ღარიბაშვილი კი ენის მოჩლექით საუბრობს, ამბობს და ვერც ამბობს, უნდა და არც უნდა. ძალიან უჭირს. გასაგებია, რატომაც და ვის გამოც უჭირს.

ნუ შეგვაშინებს ნურავის ნათქვამი „არა და არასდროს“...რაც გუშინ მოხდა მის {სალომე ზურაბიშვილის} თავს, ეს არის წარმოუდგენელი რამ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებულია ეს ყველაფერი, „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი. ვფიქრობ, მოგვწონს თუ არა სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა ვუცხადებდეთ სოლიდარობას პრეზიდენტს. მან დაამტკიცა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი უალტერნატივოა. ამ რაკურსში ხედავს სააკაშვილის საკითხსაც და ჰუმანიტარულში.

მან მკაფიოდ თქვა, რომ სასამართლოს უნდა მისცეს შანსი, რომ ერთხელ მაინც მიიღოს სამართლიანი და ჰუმანური გადაწყვეტილება ამ მგრძნობიარე საკითხზე. არის მეორე ვითარებაც, გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ მისი სასახლის ეზოში, ეს გვეუბნება იმას, რომ „ქართული ოცნება“ უკან არაფერზე არაა დამხევი, ისინი მზად არიან უარესი რამ მოაწყონ სასახლესთან და სასახლეში, მზად არიან კვლავაც დააბულინგონ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ამასაც მივაღწიეთ ქვეყანაში, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აბულინგებს მმართველი ძალა“,- აღნიშნავს ახვლედიანი.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. აქციის მონაწილეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდა. აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და მათ მიმართა. „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები? სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით სად იყვნენ. ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო