გიორგი ალადაშვილმა და ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს, საშობაო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს.

ამასთან აღნიშნავენ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით რეგულარულად ასრულებს ავიარეისებს და მოსახლეობის ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი