ხობში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა

ხობში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, საახალწლო-საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები და ფოტოს გადასაღები სტენდები.

„ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები, თოვლის ბაბუა, ელფები და მოსიარულე მუსიკოსები ზრუნავდნენ.

ღია სივრცეში მოწყობილ საკონცერტო სცენაზე ჯგუფ „ოჩოს ქოხის“, ადგილობრივი შემსრულებლების და ჯგუფ anik -ის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

სადღესასწაულო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო