პარლამენტის თავმჯდომარე  - წელს მიღებული კანონების 30% 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას ეძღვნებოდა - ხელისუფლების ინტერესია ქვეყანაში დერადიკალიზაცია, დეპოლარიზაცია, სიმშვიდე, ხოლო ოპოზიციის - არიოს სიტუაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა მაღალ დონეზეა.

პაპუაშვილის თქმით, სწორედ წელს მიაღწია ქვეყანამ შედეგს, მიეღო ევროპული პერსპექტივა, რაც „ისტორიული მოვლენაა“.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მისი ვიზიტის დროს გამოიკვეთა დამოკიდებულება, საქართველოსთვის მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად სტატუსის არ მინიჭება შეცდომა იყო.

„დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა მაღალ დონეზეა. წელს მივაღწიეთ შედეგს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა იქნა აღიარებული. ეს არის ისტორიული მოვლენა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ერთმანეთში არ ავურიოთ საქართველოს ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან და მედია რეალობა, რომლის შექმნას ცდილობენ სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსები.

ევროკავშირის წევრობის სტატუსს, რაც შეეხება, ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანაში ვიზიტების დროს ერთი და იგივე დამოკიდებულება იყო, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად სტატუსი არ მისცეს; აღიარება იმის, რომ „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველო დღემდე წამყვანი ქვეყანაა და ამ აღიარებით გულდაწყვეტა, რომ თავის დროზე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, იმისთვის, რომ მიეღო კანდიდატის სტატუსი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება მიიღება არა მხოლოდ იმ კრიტერიუმებით იმსახურებს თუ არა ქვეყანა სტატუსს, მისი თქმით, ამას პოლიტიკური განზომილებაც აქვს.

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენზე წინ არ არის, არც ერთი ქვეყანა. თუ შევხედავთ კორუფციის აღქმის რეიტინგებს, საქართველო არის 45-ე ადგილზე მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით, ხოლო მოლდოვა 103-ე ადგილზეა, უკრაინა 120-ე. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო ყველაზე წინ არის ასოცირების შეთანხმების შესრულებით.

ერთის მხრივ, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მეორე არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ გეოპოლიტიკასაც მნიშვნელობა აქვსო, აქ იგულისხმა საქართველო“, - აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კონტექსტშიც,

„რაც შეეხება 12 - პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას, წელს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების 30% რეკომენდაციების შესრულებას ეძღვნებოდა. პარლამენტმა 81 კანონი/ცვლილება მიიღეო იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულებულიყო. საკითხები, სადაც სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია იყო ჩართული, ნახავთ დეპოლარიზაციას, დერადიკალიზაციას. იმ სამმა ჯგუფმა, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი, („ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები) უარი განაცხადა კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.

თუ ვინმეს აწყობს რადიკალიზაციის შემცირება, ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლების ბუნებრივი ინტერესია ქვეყანაში დერადიკალიზაცია, დეპოლარიზაცია, სიმშვიდე. ამავე დროს, ოპოზიციის განსაკუთრებული ინტერესია არიოს სიტუაცია, იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო