შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას - პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის მიმართ რჩევა ვერ მექნება, მაგრამ იმედი მაქვს, ამ გადმოსახედიდან შეაფასებს ვითარებას

სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას. იმედი მაქვს, ამ გადმოსახედიდან შეაფასებს პრეზიდენტი ვითარებას , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, თუ რას ურჩევდა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. კერძოდ, რას ეუბნება მას პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა, მაშინ, როდესაც მის მიერ ნათქვამი „არა და არასდროს“ შეიცვალა და შეწყალებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

"არა მხოლოდ პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობას ვხედავთ, პირდაპირ ვხედავთ ზეწოლის მცდელობას სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოზე. ერთ-ერთი ხაზის წარმოჩენის მცდელობაა, თითქოს სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოების დამშვიდების, დეპოლარიზაციის, თუ დერადიკალიზაციის ნაბიჯი იქნებოდა. ეს სიყალბე და მანიპულაციაა. სწორედ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა აღვივებს საზოგადოებაში რადიკალიზაციას.

პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის მიმართ რჩევა ვერ მექნება. მე როგორც მოქალაქეს, იმედი მაქვს, რომ ამ გადმოსახედიდან შეაფასებს პრეზიდენტი ვითარებას, ვინაიდან, პრეზიდენტი თავისი სტატუსით წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელმაც უნდა იზრუნოს საზოგადოების თანხმობასა და სიმშვიდეზე, ასევე სამართლის უზენაესობაზე“, - აღნიშნავს პაპაშვილი.

პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი თავად არის იმ საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავად იყო 2007 წელს საპროტესტო ტალღის მონაწილე, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. ისიც თავად არის იმ საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ გადმოსახედიდან უყურებს ამ საკითხს. კერძოდ, თუ ვსაუბრობთ საზოგადოების განწყობაზე, ისიც არის ამ განწყობის ნაწილი და თავადაც გაცნობიერებული აქვს იმის მნიშვნელობა, რომ სააკაშვილის პირადი დანაშაულების მსხვერპლებმა და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებმა არ იგრძნონ, რომ დანაშაულისთვის სასჯელი აცილებული იქნა“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო