შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, მისი მფარველები და მეგობრებიც უნდა შეეგუონ!

ჩვენ დადასტურებულად ვიცით კლინიკიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და თუ არ თანამშრომლობს პაციენტი ექიმთან, თავისთავად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ექიმების მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა და სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიზანია, ის რაც შეიძლება დაუძლურდეს.

„ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირ სასოწარკვეთილი დამოკიდებულება კლინიკისგან, რომ ფაქტია, ექიმებისა, მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმების მიზანია, ის იყოს ჯანმრთელი, სახელმწიფოს მიზანიც ეს არის, რომ ის იყოს, რაც შეიძლება ჯანმრთელი, რომ დარჩენილი ხუთი წელი მოიხადოს. მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რაღაც საბაბი შეიქმნას.

ვნახეთ ბევრი ტყუილი უკვე ამ საქმეში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადვოკატები და მისი წარმომადგენლები დილით ამბობენ, რომ ის მოწამლეს, საღამოს ამბობენ, რომ არა, არ მოწამლეს. მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი წერილს წერს რუს ბლოგერს, რომ ის პუტინის დავალებით მოწამლეს, იმავე დღეს მისი ოჯახის წევრი ამბობს, რომ არა, არ მოწამლეს, ეს ხომ აჩვენებს, რამდენად სანდოა მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის პოზიციები. ტყუილის სამყაროში ცდილობენ, რომ გვამყოფონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, როგორ პირობებშიც არ იმყოფება საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში მყოფი არცერთი პატიმარი.

მიხეილ სააკაშვილი ერთ წელზე მეტია იხდის სასჯელს და იხდის არა ციხეში, არამედ ის არის საავადმყოფოში, ვნახეთ რა პირობებშია. მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ ვიზიტორები ჰყავდეს, ექიმი იქნება თუ ადვოკატი, ვხედავთ, რომ მისი ოჯახის წევრები ყოველ დღე არიან მასთან. 200-ზე მეტი ვიზიტორი მარტო პარლამენტის წევრი ჰყავდა. მასზე იხარჯება იმდენი საბიუჯეტო რესურსი სამედიცინო კუთხით, რომელიც არცერთ პატიმარზე არ იხარჯება. ის არის ისეთ პირობებში, როგორ პირობებშიც არ იმყოფება საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში მყოფი არცერთი პატიმარი. ეს არის ფაქტი.

დაკავებული იქნა და შიმშილობა გამოაცხადა იმისთვის, რომ გაეთავისუფლებინათ. ის ყოველდღიურად ცდილობს, რომ როგორმე შექმნას საბაბი მისი გათავისუფლების. ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, პრეზიდენტზე, პარლამენტზე, ყველას მიმართ, რომ იქნებ მოხდეს მისი გათავისუფლება შეწყალებით ან სხვანაირად. ეს თუ ვერ მოხერხდა, ისეთ პირობების შექმნა მისი ჯანმრთელობის კუთხით, რომ იქნება ჯანმრთელობის მიზეზების გამო მოხდეს მისი სასჯელის გადავადება თუ გათავისუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს.

„რადიკალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი არაა სააკაშვილის და მისი მსჯავრი, არამედ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს. რა მომენტშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში მისი მტრები არიან იმიტომ, რომ ისინი აგულიანებენ მას რომ თავი ჩაიგდოს ამ მდგომარეობაში, რომ იქნებ შექმნას საბაბი გათავისუფლების, შეეგუებიან უმარტივეს ჭეშმარიტებას ნებისმიერი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსი, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, ზუსტად იმ მომენტში რადიკალიზაცია დასრულდება. „ნაციონალური მოძრაობა" თავადაც არის მძევალი ამ ვითარების. მათთვის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათაც უნდა დაისვენონ ამ საკითხისგან, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი, მისი მფარველები და მეგობრებიც უნდა შეეგუონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე