თელავის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილიც. შემთხვევა გამთენიისას სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ხმიადაშვილების სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

„სახლს ეკიდა ცეცხლი და გამოვიძახეთ სახანძრო. ისე სწრაფად გავრცელდა წამებში. სახლში სამი ადამიანი იყო გამოვიდნენ, მაგრამ ეს ბიჭი ისევ შებრუნდა და ვეღარ შეეძლო გამოსვლა. არ ვიცით, რა მოხდა. ალბათ, გაიგუდა“, - ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება