ფარმაცევტული კორპორაცია "GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “Leader of the Year” მფლობელი მეოთხედ გახდა

25 დეკემბერს, “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთოთხმეტე ცერემონია გაიმართა. ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით, პრესტიჟული სარეიტინგო ჯილდო “Leader of the Year” 50 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა. წარმატებული ბიზნესკომპანიების გამოვლენა და წარდგენა ობიექტური რანჟირების საფუძველზე ხდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით ყველა სფეროს მოიცავს.

საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ს პრესტიჟული სარეიტინგო ჯილდო “Leader of the Year 2022” (წლის ლიდერი 2022) ორი კრიტერიუმით, ბრუნვასა და დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მიხედვით გადაეცა. დაჯილდოების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ საერთაშორისო სერტიფიკატებითა და კედლის მედლით.

„ჩემთვის, როგორც GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორისთვის, დიდი პატივია „წლის ლიდერის“ ჯილდოს უკვე მეოთხედ მიღება. GM PHARMA დაარსებიდან 22 წლის თავზე, სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერობას როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების - საშუალო ხელფასის კრიტერიუმების მიხედვით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. ამავდროულად, GM PHARMA ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მიმართულებით ლიდერობა. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების როგორც მატერიალურ მდგომარეობაზე, ასევე პიროვნულ განვითარებაზე, რაც მათ ხელფასებსა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაში გამოიხატება. ამასთან, აღსანიშნავია დასაქმებულებში სტაბილურობის შეგრძნება. იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო დამსაქმებლები ამცირებდნენ საშტატო ერთეულებს, ან სახელფასო განაკვეთს, GM PHARMA-მ როგორც 2021, ასევე 2022 წლის დასაწყისში საშუალო სახელფასო ფონდი უმეტეს დასაქმებულებზე საშუალოდ 15%-ით გაზარდა. კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. ისინი დაუღალავი შრომით ქმნიან GM PHARMA-ს წარმატებას“ - განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში, რაც პაციენტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის სანდოობასა და საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოს აერთიანებს. 2017 წელს ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა. ამ პერიოდიდან ბიზნეს კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია მსოფლიოს საპატენტო ორგანიზაცია WIPO-ს (World Intellectual Property Organization) მიერ.

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს