თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო.

უწყების ცნობით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, თბილისში ჩასვლა უწევდათ, თუმცა დღეიდან, პაციენტები სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

„თიანეთის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვიზებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში 5 დიალიზის ცენტრი გაიხსნა.

მისივე თქმით, 2023 წელს დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჯანდაცვის მინისტრი თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმებსაც შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა მედიკოსებს რეგიონში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 50 %-მდე გაიზარდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალის ხელფასებიც.

ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში დიალიზის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით მუშაობას განაგრძობს. რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, ახალი კაბინეტების გახსნა ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის აპრილში დააანონსა. 5 მუნიციპალიტეტში სერვისი სახელმწიფო დაფინანსებით უკვე ხელმისაწვდომია. მესტიის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის შემდეგ, დიალიზის კაბინეტები ყაზბეგსა და თიანეთშიც ყოველდღიურ რეჟიმში იფუნქციონირებს. პროგრამის მომდევნო წლის ბიუჯეტი 56 მილიონი ლარია.

თიანეთის მუნიციპალიტეტში ზურაბ აზარაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი აბაიაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და თიანეთის მერი ლევან წიკლაური იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ იფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო.

უწყების ცნობით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, თბილისში ჩასვლა უწევდათ, თუმცა დღეიდან, პაციენტები სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

„თიანეთის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვიზებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში 5 დიალიზის ცენტრი გაიხსნა.

მისივე თქმით, 2023 წელს დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჯანდაცვის მინისტრი თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმებსაც შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა მედიკოსებს რეგიონში სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 50 %-მდე გაიზარდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალის ხელფასებიც.

ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში დიალიზის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით მუშაობას განაგრძობს. რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, ახალი კაბინეტების გახსნა ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის აპრილში დააანონსა. 5 მუნიციპალიტეტში სერვისი სახელმწიფო დაფინანსებით უკვე ხელმისაწვდომია. მესტიის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის შემდეგ, დიალიზის კაბინეტები ყაზბეგსა და თიანეთშიც ყოველდღიურ რეჟიმში იფუნქციონირებს. პროგრამის მომდევნო წლის ბიუჯეტი 56 მილიონი ლარია.

თიანეთის მუნიციპალიტეტში ზურაბ აზარაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი აბაიაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და თიანეთის მერი ლევან წიკლაური იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ იფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო