გორის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვარიანის მეურნეობაში და სოფელ შინდისში მცხოვრებ თათრიშვილებისა და ფაცინაშვილების ოთხშვილიან ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა.

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სურსათის პაკეტებს 300 - მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს.

კვების პროდუქტების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო”, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო