რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა იმ ადამიანებს ხვდება, ვინც მას რუსეთის აგენტს უწოდებდა, შეურაცხყოფას აყენებდნენ, „მივარდნილებს” კი უწოდებს ადამიანებს, ვინც ის პრეზიდენტად აირჩია

სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა იმ ადამიანებს ხვდება, ვინც მას თავის დროზე რუსეთის აგენტს უწოდებდა, გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ და პირად შეურაცხყოფაზეც კი გადადიოდნენ - ახლა ზურაბიშვილი „მივარდნილებს” უწოდებს ადამიანებს, ვინც ის პრეზიდენტად აირჩია და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საკუთარ თავზე იგრძნო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ყველას ახსოვს ზურაბიშვილის პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და როცა მისი პრეზიდენტობის ოთხი წლის შემდეგ ამ პოზიციის რადიკალური ცვლილება ხდება, ეს კითხვებს აჩენს.

“ამ ყველაფრის შემდეგ არსებულ კითხვებს ლეგიტიმური მიზეზები გააჩნია. შეწყალება მხოლოდ უფლება არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ამ პასუხისმგებლობას ზომავს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და სამართლიანი პრინციპები. როცა ადამიანი მასშტაბური დამნაშავეა, არც ერთ დანაშაულს არ ინანიებს და პირიქით, მას და მის მხარდამჭერებს კიდევ უფრო კრიმინალური რიტორიკა აქვთ, ასეთი ადამიანის შეწყალებაზე საუბარი სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო