ბაზისბანკის საახალწლო სოციალური კამპანია „ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ვჭირდებით“

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბაზისბანკის თანამშრომლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩართულობით, შეირჩა ოჯახები, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა. ბენეფიციარებად შეირჩნენ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახები.

„ჩვენი გუნდის წევრების ჩართულობით, გამოიკვეთა ბენეფიციარების საჭიროებები და სპეციალურად მათთვის შევიძინეთ საახალწლო ნობათი, პროდუქტები, ტექნიკა, სათამაშოები. ბაზისბანკის თანამშრომლების ჩართულობით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს ადგილზე გადავეცით მათთვის საჭირო ნივთები. ბაზისბანკის გუნდს გვჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრს კარგ საქმეს გავაკეთებთ,“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

იყავი სანტა მათთვის, ვისაც ძალიან სჭირდება.

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა