ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტიდან, 2022 წელს, 2 228 441 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტიდან, 2022 წელს, 2 228 441 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 5 282 ბენეფიციარს გაუწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარება 701 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც 722 633 ლარი გამოიყო.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დაფინანსება სტაციონარულ მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ონკოლოგიურ პაციენტებზე გაიცა. ასევე, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა და სხვა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში 30-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება