ფოთში 31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი და კულინარიული შოუ პროგრამა გაიმართება

ფოთში 31 დეკემბერს, 20:00 საათიდან, მთავარ მოედანზე საახალწლო ზეიმი დაიწყება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ნატო გელაშვილი და ჭოხოები, ზუკა ხუციშვილი და მისი ბენდი. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პირველად ფოთში, ახალი წლის ღამეს, ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე დიუმას ისტორიული გემოები გაცოცხლდება.

„არტ-პროექტით ,,ისტორია თეფშზე“ - ესმა კუნჭულია ეწვევა ფოთს ექსკლუზიურად ,,გასტრონომიული მუზეუმიდან“.

ღონისძიებაზე მისული მაყურებელი გაეცნობა “ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის” რეცეპტებს და დააგემოვნებს: ალექსანდრე დიუმას მენიუს, ნიკო ნიკოლაძის ეპოქის მენიუს, თანამედროვე ფოთურ მენიუს.

18:00 სათიდან მოეწყობა საახალწლო გამოფენა-გაყიდვები, გასართობი და სადეგუსტაციო აქტივობები; თოვლის ბაბუა კი პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს.

ფოთის მერია გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს